3-5-8 კარტის თამაშია სამი მოთამაშისთვის: თქვენ და ორი კომპიუტერული მოთამაშე. მოთამაშეები რიგრიგობით დებენ თითო კარტს, და ვინც ყველაზე მაღალ კარტს დადებს, ყველა კარტს იღებს. ასეთ წრეს ხელი ჰქვია, და თითოეულმა მოთამაშემ ხელების გარკვეული რაოდენობა უნდა აიღოს: 3, 5 ან 8. ქვემოთ ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი.